ვაკანსია - ამწიანი სატვირთო მანქანის მძღოლი-ოპერატორი
სამუშაო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში
ვორქშოფი ხულოს მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისთვის
სამუშაო შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ დიოკნისში
საინფორმაციო შეხვედრა ქვედა ვაშლოვანში
პირველი საინფორმაციო შეხვედრა დუაძეებისა და ოქრუაშვილების სოფლებში
საინფორმაციო შეხვედრები ხულოს სოფლებში
წინასწარი საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციების წარდგენა დიოკნისში
სამუშაო შეხვედრები ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში
პირველი საინფორმაციო შეხვედრა სოფელ თხილაძირში
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ქვედა ვაშლოვანში
საინჟინრო დოკუმენტაციების წარდგენა სოფლებში ოქრუაშვილები და დუაძეები
ვაკანსია - ამწიანი სატვირთო მანქანის მძღოლი-ოპერატორი
სს "აჭარის წყლის ალიანსი", გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა ფარგლებში, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.awa.ge
სს "აჭარის წყლის ალიანსი", ხულოს, შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სპეცტექნიკის მძღოლი-ოპერატორების შერჩევის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ამწიანი სატვირთო მანქანის მძღოლი-ოპერატორი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ხულო, შუახევი, ქობულეთი (ჯამში - 3 ვაკანსია)
სამუშაოს აღწერილობა:
კანდიდატები, რომლებიც ცხოვრობენ ხულოს, შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პასუხისმგებლები იქნებიან სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ავტომობილის ადეკვატურ და გონივრულ ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფაზე, დოკუმენტაციის შედგენასა და ანგარიშგებაზე. ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების და გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ტექნიკური საკითხების ცოდნა;
- სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის ქონა სავალდებულოა (B და C კატეგორიები);
- ფიზიკური მზადყოფნა, მზადყოფნა რთულ პირობებში მუშაობისთვის;
- შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრება;
- ინტერესი და სწავლისთვის მზადყოფნა;
- სტანდარტული პროცედურების მიხედვით გულმოდგინედ მუშაობის უნარი;
- დოკუმენტაციის მომზადებისა და ანგარიშგების უნარები;
- გუნდში მუშაობისთვის მზადყოფნა, მოქნილობა;
- სამუშაოს მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული (თანდართული განაცხადის ფორმა ), პირადობის და მართვის მოწმობის ასლები, განათლების და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ მოცემულ მისამართზე: vacancy@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამის მუნიციპალიტეტის კანცელარიას. ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს "აჭარის წყლის ალიანსის" მისამართზე: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის კანდიდატებს განაცხადის ფორმაში მითითებული ელფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 05 22 16.