სატენდერო წინადადებების გახსნა
საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარაში წყლის და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი ხორციელდება
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მიმდინარეობს
აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
კოვიდ რეგულაციები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათები დაურიგდათ
საერთაშორისო სატენდერო პაკეტების გახსნა
სამუშაო შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა შუახევში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ
სამუშაო შეხვედრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით
საინჟინრო-საპროექტო ნახაზების წარდგენა
სატენდერო წინადადებების გახსნა
აჭარის 39 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი დასკვნით ეტაპზეა.
დღეს სატენდერო წინადადებები გაიხსნა. წინადადებები წარმოდგენილი იყო ერთი კონვერტის პრინციპის სახით და შეიცავდა ინფორმაციას ფასის და პროექტების ტექნიკური გადაწყვეტების შესახებ.
საბოლოო ეტპაზე, წინადადება ორმა კომპანიამ წარმოადგინა. სატენდერო წინადადებების გახსნის ცერემონიაზე, კონვერტები თითოეული ლოტისთვის ცალკ-ცალკე გაიხსნა.
წარმოდგენილი წინადადებების დეტალური ტექნიკური შეფასების შემდეგ, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკება ხელშეკრულების გაფორმების და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ.
LOT 2 საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილია შემდეგ სოფლებში:
ხულოს მუნივიპალიტეტი: ოქრუაშვილები, დუაძეები, ქვემო ვაშლოვანი, დიოკნისი, დეკანაშვილები, ზემო დეკანაშვილები, განახლება, ძირკვაძეები, თხილაძირი, გურძაული და ძმაგულა.
შუახევის მუნიციპალიტეტი: გომარდული, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ვარჯანაული, ჭალა, წყაროთა, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული, ჟანივრი, კვიახიძეები, გოგაძეები და ტბეთი.
ქედის მუნიციპალიტეტი: ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი და არსენაული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: კირნათი და კობალეთი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი.
ტენდერი საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი სატენდერო პროცედურების და KfW ბანკის შესყიდვების მეთოდური საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობს.
პროგრამა აჭარაში გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საინვესტიციო ბიუჯეტი 59.5 მილიონი ევროა.