სს „აჭარის წყლის ალიანსი“, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკის მძღოლი-ოპერატორების შერჩევის მიზნით, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მცირე ასანიზაციის მანქანის მძღოლი-ოპერატორი.
დამსაქმებელი: სს „აჭარის წყლის ალიანსი“.
სამუშაოს ლოკაცია: ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი (ჯამში - 5 ვაკანსია)
სს „აჭარის წყლის ალიანსს“ ესაჭიროება ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცირე ასანიზაციის მანქანის მძღოლი/ოპერატორები.
კანდიდატები, რომლებიც ცხოვრებენ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, პასუხისმგებლები იქნებიან სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, ავტომობილის ადეკვატურ და გონივრულ ექსპლუატაციასა და უზრუნველყოფაზე, დოკუმენტაციის შედგენასა და ანგარიშგებაზე. ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების და გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
მინიმალური მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ტექნიკური საკითხების ცოდნა;
- სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის ქონა სავალდებულოა (B და C კატეგორიები);
- ფიზიკური მზადყოფნა, მზაობა რთულ პირობებში მუშაობისთვის;
- ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ცხოვრება;
- ინტერესი და სწავლისთვის მზადყოფნა;
- სტანდარტული პროცედურების მიხედვით გულმოდგინედ მუშაობის უნარი;
- დოკუმენტების მომზადებისა და ანგარიშგების უნარები;
- გუნდში მუშაობისთვის მზადყოფნა, მოქნილობა;
- სამუშაოს მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (თანდართული შაბლონი https://bit.ly/3RAtzHk ), მართვის მოწმობის ასლი და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების სხვა დამადასტურებელი საბუთი ქვემოთ მოცემულ მისამართზე: info@awa.ge ან ჩააბაროთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის კანცელარიას. ასევე შეგიძლიათ მიიტანოთ საბუთები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მისამართზე: ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა 1.
გთხოვთ, განაცხადის ფორმაში წარმოადგინეთ მონაცემები სრულყოფილად (განათლება და სამუშაო გამოცდილება) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 05 აგვისტო, 2022 წელი.
შენიშვნა: გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების გამართვის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის კანდიდატებს განაცხადის ფორმაში მითითებული ელ. ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 05 22 16.