აჭარის მასშტაბით 39 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს.
აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებისთვის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე პრეკვალიფიცირებულ კომპანიებთან წინა სატენდერო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შერჩეული კომპანიები დეტალურად გაეცნენ საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას. პრეტენდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სარეაბილიტაციო ადგილების შესწავლის მიზნით, დაგეგმილია საველე ვიზიტები აჭარის სოფლებში.
საველე ვიზიტები საერთაშორისო ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე გაეცნონ ლოჯისტიკურ და გარემო პირობებს, კონკრეტულ წყალმომარაგების და წყალარინების ობიექტებთან დაკავშირებით.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, კომპანიები სატენდერო წინადადებებს წარმოადგენენ. KfW ბანკის სატენდერო პროცედურების გათვალისწინებით მოხდება წინადადებების შეფასება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა.