სს „აჭარის წყლის ალიანსის“ პროექტის ფარგლებში შექმნილ ეკოკლუბებში არაფორმალური განათლების აქტივობები მიმდინარეობს.
სასწავლო აქტივობების ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა ქობულეთის სკოლებში - ქვედა კვირიკე და მუხაესტატე.
შეხვედრები სასმელი წყლის მოპოვების და სტანდარტების მეშვეობით დამუშავების საკითხებს შეეხებოდა.
დამატებით, მოსწავლეებს პროექტით მიმდინარე წყლის ხარისხის კვლევის პროცესების გასაცნობად სწრაფი ტესტები დაურიგდათ. ტესტები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, სოფელში წყლის ხარისხის დასადგენი მარტივი ანალიზები ჩაატარონ.