სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის მასშტაბით ეკოკლუბების მეშვეობით წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებს ახორციელებს.
სასმელი წყლის მოპოვებისა და სტანდარტების შესაბამისად დამუშავების შესახებ, შეხვედრები ჩატარდა გომარდულის (შუახევი) და განახლების (ხულო) ეკოკლუბებში.
ეკოკლუბები მოზარდებში რეაბილიტირებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართებულად გამოყენების და პროექტის მნიშვნელობის მიმართ, სათანადო დამოკიდებულების განვითარებას უზრუნველყოფს.