აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, უმნიშნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში არაფორმალური განათლების აქტივობების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებაა.
საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, შეხვედრები ხულოში, ქვედა ვაშლოვანის და დიოკნისის სოფლებში ჩატარდა. შეხვედრები სასმელი წყლის მოპოვების და დამუშავების საკითხებს შეეხებოდა.