სასმელი წყლის მოპოვების, სტანდარტების შესაბამისად დამუშავების და მოსახლეობამდე უსაფრთხოდ მიწოდების შესახებ, ეკოკლუბებში სასწავლო აქტივობები გრძელდება. შეხვედრები ჩატარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში - ჭალა და წყაროთა.
მოსწავლეებს წყლის ხარისხის შემოწმების მარტივი კვლევის პროცესების გასაცნობად, სწრაფი ტესტები დაურიგდათ. ტესტების მეშვეობით მოსწავლეები სოფელში წყლის წყაროების ხარისხის დადგენას შეძლებენ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში არაფორმალური განათლების აქტივობების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებაა.