სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის სოფლების ეკოკლუბებში არაფორმალური განათლების აქტივობებს ახორციელებს.
სასწავლო აქტივობა ჩატარდა სოფელ კირნათში (ხელვაჩაური) სასმელი წყლის მოპოვების, დამუშავების და დანიშნულების წერტილამდე სტანდარტების შესაბამისად მიწოდების შესახებ.
პროექტით მიმდინარე წყლის ხარისხის კვლევის პროცესების გასაცნობად, მოსწავლეებს დაურიგდათ სწრაფი ტესტები, რომელთა მეშვეობით სოფელში წყლის ხარისხის დასადგენ მარტივ ანალიზებს ჩაატარებენ.
წყლის ხარისხების შესახებ ინფორმაცია „აჭარის წყლის ალიანსის“ წყლის მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში აიტვირთება. სისტემა აჭარის მასშტაბით წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.