22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა! 2022 წლის თემატიკა - მიწისქვეშა წყლებია.
მიწისქვეშა წყლებს, მსოფლიოში მთავარ თხევად მტკნარ წყლებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გვალვიანი ტერიტორიები მათზეა დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემის შენარჩუნების პროცესში.
მიწისქვეშა წყლები ხშირად უყაირათოდ გამოიყენება სარწყავად. წყლის ხარისხი ბინძურდება არასათანადო წყალარინებით და სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებით.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა წყლების როგორც წყლის ძირითადი რესურსის, გამოყენება დაგემგილია მუხაესტატეს დასახლებაში და ოჩხამურში, ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების წესების შესაბამისად.
წყლის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 1993 წლიდან აღინიშნება, წყალმომარაგების სექტორის სათანადო მართვის აუცილებლობის, უსაფრთხო და საიმედო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ცნობირების ამაღლების მიზნით.