აჭარის მდინარეების აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა მიმდინარეობს.
კვლევის მიზანია დადგინდეს ბუნებრივი გზით, ქანებში წყლის მოძრაობის შედეგად, წყალში მოხვედრილი შესაძლო ტყვიის რაოდენობა.
წყლის სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია აჭარის სხვადასხვა სოფელში. კვლევის პროცესის დაკვირვების და აჭარის მდინარეების შესწავლისთვის, საქართველოში ჰიდროგეოლოგი - ეილონ ადარი იმყოფება.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი, თეიმურაზ ბედინაძე, საინჟინრო გუნდის წევრებთან ერთად, სამეცნიერო კვლევის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ჩატარებული წყლის ლაბორატორიული კვლევები განიხილეს. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, შეთანხმდნენ მომავალში გაიზიარონ ინფორმაცია წყლის ლაბორატორიული კვლევების შესახებ.
პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.