კურორტ გოდერძიზე დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობა. შენდება წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარები, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი.
კურორტ გოდერძიზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით 4 548 589 ლარი დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
დამატებით, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, დაბა ხულოში და ხულოს 11 სოფელში დაგეგმილია წყლის და წყალარინების თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნა.