აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაბა ქედასა და ქედის 7 სოფელში - ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი, არსენაული, პირველად, უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება.
დაბა ქედის წყლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობები ღარათის ტერიტორიაზე მოეწყობა. ასევე, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 690მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ქედაში 852 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის შესახებ პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და ტურიზმის სტიმულირებას.