ხელვაჩაურში, ერგე-ჯოჭოს დასახლებაში თანამედროვე სტანდატების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა იქმნება.
ერგე-ჯოჭოში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობები ზედა ჯოჭოს და წიფნარას ტერიტორიებზე განთავსდება.
დაგეგმილია 5 რეზერვუარის, წყლის გამწმენდი ნაგებობის და დეცენტრალიზირებული ტიპის წყალარინების სისტემის მოწყობა.
განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ერგე-ჯოჭოს დასახლებაში 693 ოჯახი ისარგებლებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ასევე დაგეგმილია სოფლებში კირნათი და კობალეთი.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.