სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების და წყალარინების ახალი სისტემების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
კურორტ გოდერძიზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აშენდება:
- 2 ახალი წყლის სათავე ნაგებობა;
- წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი;
- 500მ3 მოცულობის რეზერვუარი;
- 600მ3 მოცულობის რეზერვუარი;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდაგამანაწილებელი სისტემა;
- წყალარინების გამწმენდი ნაგებობა;
ამ ეტაპისთვის, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილი სავარაუდო გამარჯვებულის მიერ, მიმდინარეობს ინფორმაციის წარმოდგენა და დაზუსტება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4 548 589 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.