წყალმომარაგებისა და წყლის რესურსის საკითხებთან დაკავშირებით, ხულოში სოფელ დიოკნისში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
სოფელ დიოკნისისთვის, წყალარინების საპროექტო დუკმენტაცია უკვე მომზადებულია. ამ ეტაპისთვის KfW ბანკის მიერ მიმდინარეობს დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიოკნისში 79 ოჯახი თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.