შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია სოფლებში: გომარდული, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ბარათაული, ბრილი, ჭალა, წყაროთა, ვარჯანაული და ზემო ხევი.
პროექტი რომელიც ევროკავშირისა და KfW განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, შუახევში 721 ოჯახს თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და წყალმომარაგების სისტემის ძირითად წყაროს შესახებ, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ტაკიძე და სარეაბილიტაციო სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.