ქედაში, სოფელ ვაიოში მოსახლეობასთან სასმელი წყლის და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიამართა.
შეხვედრაზე სს "აჭარის წყლის ალიანსის" დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, მოსახლოებასთან ერთად განიხილა საკითხები კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.