შუახევის სოფლებში: სხეფი, სხეფელა და თერნალი 24 საათიანი, თანამედროვე წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემები იქმნება.
მოსახლეობისთვის წინასწარი საპროექტო დოკუმენტაციის წარგენის მიზნით, შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრების მთავარ საკითხს, სეპტიკური ავზების მდებარეობის განსაზღვრა და დაზუსტება წარმოადგენდა.
პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლებში დეცენტრალიზირებული წყალარინების სისტემების შექმნა იგეგმება. დეცენტრალიზირებული წყალარინების სისტემის მეშვეობით, წყალარინების მასები შეიკრიბება სეპტიკურ ავზში.
აჭარის სოფლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, წყალარინების მასები გაიწმინდება სტანდარტების მეშვეობით, გაუმჯობესდება სანიტარული პირობები და შემცირდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.