აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ერგესა და ჯოჭოში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომრაგებისა და წყალარინების პროგრამა მიზნად ისახავს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემებით.