აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სოფელ ვარჯანაულში, შუახევში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის, ზოგადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
ასევე, უზრუვენყოფს გარემოს დაცვას წყლის რაციონალური გამოყენებით და წყალარინების სათანადო გაწმენდით.