აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სოფელ ბარათაულში, შუახევში.
შეხვედრაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა.
ჯგუფის წევრები მომავალში სს „აჭარის წყლის ალიანსს“ და საკონსულტაციო კომპანიას არსებული წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლებში დაგეგმილია დეცენტრალიზირებული ტიპის წყალარინების და ცენტრალიზირებული წყალმომარაგების სისტემების შექმნა.
აჭარაში თანამედროვე ტიპის კომუნალური ინფრასტრუქტურის განხორციელებისთვის 59,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.