ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ინიციატივით, აღნიშნულ სოფელში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე, სოფლების საინიცატივო ჯგუფის წევრებმა, ხელმოწერის სახით დაადასტურეს სოფლებში წარდგენილი საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციებთან დაკავშირებით თანხმობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხმობის დოკუმენტის წარდგენა ასევე მოხდება სოფლის თითოეული მოსახლისთვის.
სოფლებში არსებული საინიციატივო ჯგუფების აქტიური თანამონაწილეობის მეშვეობით მოხდა სოფლებში არსებული სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანმშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოსთან ხორციელდება.