კომპანია
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ მუნიციპალიტეტების და აჭარის მთავრობის მფლობელობაშია. „აჭარის წყლის ალიანსს“ ეხმარება ორი საკონსულტაციო კომპანია, რომელთაგან ერთი მუშაობს დაბების საინვესტიციო პროგრამებზე და მეორე სოფლებში. მეორე კომპანია ასევე უზრუნველყოფს გადასამზადებელ ტრენინგებს „აჭარის წყლის ალიანსის“, აჭარის მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მომხმარებელთა ჯგუფებისთვის. „აჭარის წყლის ალიანსი“ (AWA) ახორციელებს პროექტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, კონკრეტული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამუშაო ჯგუფთან ერთად.