აჭარის დაბებში და სოფლებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000
პირი ისარგებლებს.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორთან თეიმურაზ ბედინაძესთან
სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და
წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.
წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6000 ოჯახი ისარგებლებს.
პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს
ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.
პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა,
საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება,
გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.