შეხვედრა შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან
შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები იქმნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია სოფლებში: გომარდული, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური, ბარათაული, ბრილი, ჭალა, წყაროთა, ვარჯანაული და ზემო ხევი
ევროკავშირის, KfW ბანკის, აჭარის მთავრობის და სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ სოფლებში 721 ოჯახი თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.