პირველი სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანიებთან
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა საკონსულტაციო კომპანიებთან MACS და Fichtner.
პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, საკონსულტაციო კომპანიებს აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების პროგრამასთან დაკავშირებით, უკვე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გაეზიარებინათ ინფორმაცია.
შეხვედრაზე გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ MACS-ის მმართველმა დირექტორმა მატიას ჰიტცელმა, პირველ ეტაპზე აჭარის მუნიციპალიტეტებში - ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი და ხელვაჩაური, დაგეგმილი საპილოტე პროექტების ფარგლებში ჩატარებული სამუშოების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.