აჭარის წყლის სისტემების პროექტის საწყისი ფაზის ვორქშოფი
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ინიციატივით ვორქშოფი გაიმართა, სადაც საკონსულტაციო კომპანიებმა FICHTNER (LOT 1) და MACS (LOT 2) მუნიციპალიტეტებში მოპოვებული მონაცემების გაცნობის მიზნით პრეზენტაციები წარადგინეს.
საკონსულტაციო კომპანია MACS-ისა და FICHTNER-ის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრეს.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გერმანი-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.