აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, კომუნალური საწარმოების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგების პრაქტიკული კომპონენტი, წყალარინების სისტემების ექსპლუატაციას და პროგრამის ფარგლებში შესყიდული სპეცტექნიკის სათანადო ოპერირების სწავლებას მოიცავდა.
სპეცტექნიკის ოპერირების ტრენინგები აქტიურად გაგრძელდება მომდევნო 3 თვის განმავლობაში.
აჭარის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმოების თანამშრომლები სისტემების მოვლა-პატრონობაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.