სს „აჭარის წყლის ალიანსის“ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ციკლი გარემოსდაცვითი ნორმების და სტანდარტების შესახებ გრძელდება.
საინფორმაციო შეხვედრები შუახევის მუნიციპალიტეტში, ბარათაულის და ბრილის საჯარო სკოლებში შედგა.
მოსწავლეებმა ევროკავშირის, KfW ბანკის და საქართველოს გარემოსდაცვითი სტანდარტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
გაეცნენ ნორმებს, რომლის მეშვეობითაც აჭარის 39 სოფელში თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ნახეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები.