აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის სოფლების ეკოკლუბებში არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები განახლდა.
საინფორმაციო შეხვედრაზე, მოსწავლეები საერთაშორისო და ადგილობრივ გარემოსდაცვით ნორმებს გაეცნენ. ასევე, ნახეს აჭარის მასშტაბით პროგრამის სარეაბილიტაციო არეალში დაცული ენდემური სახეობები.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ენდემური სახეობების დაცვის მიზნით, მცენარეების თესლების შეგროვება და მოთესვა მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილზე, მოხდა მცენარეების გადარგვა. მდინარეებზე სათავე ნაგებობების მოწყობისას, წყალაღება ეკოლოგიური ხარჯის 10%იანი გათვლის შესაბამისად მოხდება.
საგანმანათლებლო აქტივობები ქედაში, ვაიოს და უჩხითის სკოლებში ჩატარდა.