სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ორგანიზებით, შუახევსა და ხულოში აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაში ჩართული სოფლების საინიციატივო ჯგუფებთან, სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის საკითხს, სოფელში თითოეული ოჯახიდან ერთი წარმომადგენლის სახით, მომხმარებელთა ჯგუფის შექმნა წარმოადგენდა. მომხმარებელთა ჯგუფები ჩართულნი იქნებიან სოფელში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის საკითხებში.
დამატებით, სოფლის მომხმარებელთა ჯგუფში მონაწილეები, ხმათა უმრავლესობის სახით აირჩევენ სოფლის მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოს.
სოფლის მომხმარებელთა ჯგუფის საბჭო, სს „აჭარის წყლის ალიანსს“ და წყალმომარაგებისა და წყალარინების კომუნალური ინფრასტრუქტურის საწარმოს დაეხმარება სოფელში სისტემების ოპერირებისთვის ოპერატორების შერჩევის საკითხებში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მომხმარებელთა ჯგუფებისა და მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოების შექმნის მთავარ მიზანს, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილება წარმოადგენს.