სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე - საერთაშორისო პროექტები და გარემოსდაცვითი ნორმები.
საჯარო შეხვედრის მომხსენებელმა, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, აჭარაში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შესახებ ისაუბრა. ასევე, გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის გარემოს დაცვის ექსპერტმა გურანდა მახარაძემ ისაუბრა საერთაშორისო პროექტების გარემოსდაცვითი ნორმების შესახებ.
საჯარო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია აჭარის 39 სოფელსა და დაბებში წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ.