არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუაძეები და ძირკვაძეები.
შეხვედრები სასმელი წყლის მოპოვების და დამუშავების საკითხებს შეეხებოდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში არაფორმალური განათლების აქტივობების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებაა.