აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამით გათვალისწინებული არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა შუახევის სოფლებში ბრილი და ბარათაული.
აქტივობა სასმელი წყლის მოპოვების, დამუშავების და დანიშნულების წერტილამდე სტანდარტების შესაბამისად მიწოდების საკითხებს შეეხებოდა.