აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, აჭარაში წყალმომარაგების, წყალარინებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ მოზარდებში არაფორმალური განათლების აქტივობების მეშვეობით ცნობიერების ამაღლებაა.
სასწავლო აქტივობების ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა ქედის სკოლებში - ვაიო და უჩხითი. შეხვედრა სასმელი წყლის მოპოვების, დამუშავების და დანიშნულების წერტილამდე სტანდარტების შესაბამისად მიწოდების საკითხებს ეხებოდა.
პროექტით მიმდინარე წყლის ხარისხის კვლევის პროცესების გასაცნობად, მოსწავლეებს დაურიგდათ სწრაფი ტესტები, რომელთა მეშვეობით სოფელში წყლის ხარისხის დასადგენ მარტივ ანალიზებს ჩაატარებენ.
აღნიშნული გამოცდილება შემდგომში მოსწავლეებისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემების სათანადო მართვის საფუძველი იქნება.
ეკოკლუბები მოზარდებში რეაბილიტირებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართებულად გამოყენების და პროექტის მნიშვნელობის მიმართ, სათანადო დამოკიდებულების განვითარებას უზრუნველყოფს.