წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაბა შუახევში და შუახევის 16 სოფელში (ტბეთი, გოგაძეები, კვიახიძეები, ჟანივრი, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული, ვარჯანაული, გომარდული, ჭალა, წყაროთა, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური) ჩატარდება.
დაბა შუახევის წყლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სათავე ნაგებობა გიდელას ტერიტორიაზე მოეწყობა. აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, 384 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
შეხვედრას, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე და სარეაბილიტაციო სოფლების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.