კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების მოწყობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით შენდება წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარები, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.