აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი, თანამედროვე სისტემები იქმნება.
პროგრამის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია აჭარაში გარემოს დაცვა და ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება და შემდგომში ფიზიკური რეალიზება, საერთაშორისო და ეროვნული გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.