აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები პარალელურად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MACS-ის წარმომადგენელთან ერთად, აჭარის სოფლებში: ქვედა ვაშლოვანი (ხულო), ოქრუაშვილები (ხულო), დუაძეები (ხულო), დიოკნისი (ხულო), კირნათი (ხელვაჩაური), კობალეთი (ხელვაჩაური), ტიბეთა (ქედა) და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება (ქობულეთი), დაგეგმილი საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური ექსპერტიზის საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო ტენდერის მიზანია აჭარის სოფლებში მოხდეს წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.
ტენდერი საერთაშორისო, კონკურენტუანარიანი სატენდერო პროცედურებისა და KfW ბანკის შესყიდვების მოთხოვნების მიხედვით განხორციელდება.