ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების: დიოკნისი, ოქრუაშვილები, დუაძეები და ქვემო ვაშლოვანი, საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ზემოთ აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისა და პროცესებში საინიციატივო ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლების საინიცატივო ჯგუფის წევრებმა, ხელმოწერის სახით დაადასტურეს სოფლებში წარდგენილი საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციებთან დაკავშირებით თანხმობა.
სოფლებში არსებული საინიციატივო ჯგუფების აქტიური თანამონაწილეობის მეშვეობით მოხდა სოფლებში: დიოკნისი, ქვედა ვაშლოვანი, ოქრუაშვილები და დუაძეები არსებული სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
ასევე, მომავალში სოფლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო ტექნიკური სამუშაოების დროს, საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მომავალში მოსახლეობასთან ერთად უზრუნველყონ სისტემების სათანადო ექსპლუატაცია.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანმშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოსთან ხორციელდება.