აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა, თეიმურაზ ბედინაძემ წარადგინა პრეზენტაცია პროგრამის ძირითადი მიზნებთან, მიმდინარე საპროექტო სამუშაოებსა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ არასამთავარობო ორგანიზაციებთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში მომავალში შესაძლო ინვესტიციების განმეორების თავიდან არიდების მიზნით, კოორდინირებული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
პროგრამის ფარგლებში, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრლდა ხულოს სოფლებში: დიოკნისი, ქვედა ვაშლოვანი, ოქრუაშვილები და დუაძეები, ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ ტიბეთაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათი და კობალეთი და ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა მიზნად ისახავს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობითა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით.