ქობულეთში, კვირიკეს მეურნეობაში მოსახლეობასთან წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ მოსახლეობას აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პროგრამის ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა შეიქმნება.