ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ოქრუაშვილები და დუაძეები, დაგეგმილია წყლის და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.
მოსახლეობისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით, შეხვედრები ჩატარდა.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა მოსახლეობას დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და წყალარინების სეპტიკების განლაგების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება.