ხულოში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემები იქმნება.
განხორციელებული კვლევითი და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, ინფორმაციის გასაცნობად მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრებზე სს "აჭარის წყლის ალიანსის" დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ქვედა ვაშლოვანის მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია წყლის რეზერვუარის მდებარეობის და სოფელში მცხოვრები თითოეული ოჯახის წყალარინების სეპტიკების განლაგების შესახებ.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება.