ხულოში, სოფელ თხილაძირში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, მოსახლეობას პროგრამის ძირითადი მიდგომების და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე.
შეხვედრაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები „აჭარის წყლის ალიანსს“ ადგილზე არსებული წყალმომარაგების სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და საჭიროებების კვლევაში გაუწევენ დახმარებას.
აჭარის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარებისთვის 59,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.