აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის საპროექტო დაბებისა და სოფლების სკოლებში ეკოკლუბების შექმნა მიმდინარეობს.
პირველი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა ვაშლოვანი და ოქრუაშვილები.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას გარემოს დაცვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება მოსწავლეების საჭიროებების და ინტერესების გამოვლენა, ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.