აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები საბოლოო საპროექტო დოკუმენტების წარდგენის მიზნით გრძელდება.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა აქუცა, ზედა აქუცა და ვაიო.
პროგრამის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ასევე დაგემგილია დაბა ქედასა და სოფლებში: ტიბეთა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი და არსენაული.
პროგრამის შედეგად, აჭარის მასშტაბით თანამედროვე წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემები იქმნება. პროგრამის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.