აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის სოფლებში - კირნათი და კობალეთი თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურა იქმნება.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დღეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ბიუჯეტი 59.5 მილიონი ევროა.
პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესეპუბლიკის მიერ, KfW ბანკის მეშვეობით და ევროკავშირის მიერ.