აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დღეს, პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში.
პროექტის მიზანია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები შეიქმნას.
აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების განვითარების მიზნით, 59,5 მილიონი ევრო დაიხარჯება.